გაყიდვების შესრულების სისტემა (I დონე) ნეიროფიზიოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსფორმაციული პროგრამა

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული დაფინანსების ფორმატით.

გაყიდვების შესრულების სისტემა (I დონე) ნეიროფიზიოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსფორმაციული პროგრამა

გაყიდვები, პარტნიორობა და მოლაპარაკება ხშირად აღიქმება როგორც ინდივიდუალურ უნარებზე, გამოცდილებასა და ინტუიციაზე დამოკიდებული აქტივობა - რაც, როგორც წესი, იწვევს არასტაბილურ შედეგებს, გაურკვევლობას და მუდმივ დაძაბულობას.

რას იტყოდით, თუ გაყიდვები აღიქმებოდა როგორც სისტემა? პროცესი, რომელიც არის მართვადი, გაზომვადი და განვითარებადი.

Momentum 360°-ის საავტორო პროგრამა ეხმარება მონაწილეებს პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და ნეიროფიზიოლოგიური მიდგომების საშუალებით გააცნობიერონ როგორც საკუთარი, ისე მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. პროგრამის მიზანია არა მხოლოდ ტექნიკის გაზიარება, არამედ გაყიდვების პროცესის სისტემური გააზრება, შედეგების გაუმჯობესება და მათი რეალურ პრაქტიკაში გადატანა. გაყიდვების სისტემა და სტრუქტურა, როგორც შესაძლებლობების სივრცე.`

ვისთვის არის

ეს პროგრამა განკუთვნილია შენთვის, თუ:

• გაყიდვები, პარტნიორობა, პროექტები ან ბიზნეს განვითარება შენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია

• მუშაობ მომხმარებელთან ან სერვისში და გსურს ურთიერთობების გაძლიერება

• ხარ მენეჯერი და შენთვის მნიშვნელოვანია სტაბილური და პროგნოზირებადი შედეგები

• გსურს უკეთ გაიგო მომხმარებლის ქცევა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები

• ცდილობ გაზარდო კონვერსია და დახურვის ხარისხი

• გინდა გააძლიერო კომუნიკაციისა და გავლენის უნარები

• ეძებ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს საკუთარი შესრულების მართვისთვის

რას მიიღებთ პროგრამის შედეგად

• გაყიდვებით როგორ შექმნათ შესაძლებლობების ერთიანი სისტემა

• გაყიდვების პროცესის უფრო მკაფიო და სტრუქტურირებულ ხედვას

• მომხმარებლის ქცევის და გადაწყვეტილების მიღების უკეთ გაგებას

• კონვერსიის და დახურვის მაჩვენებლების ზრდას

• კომუნიკაციის და გავლენის უნარების გაძლიერებას

• საკუთარი შესრულების/პერფორმანსის მართვის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს

• გაყიდვების ეფექტინობას. როგორ მიიღო პროგნოზირებადი შედეგები.