ინდივიდუალური სესიები - შენი რესურსული გაცნობიერება

შენი პიროვნული განვითარების და შესაძლებლობების სივრცე

პიროვნული განვითარების სესია წარმოადგენს პროცესს, რომელიც მორგებულია ადამიანის უნიკალურ შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ეს არის პროცესი, რომელსაც შენ გადიხარ. მე ვარ შენი მხარდამჭერი და მეგზური.

შედეგად შესაძლებელი ხდება გააქრო ის შინაგანი წინააღმდეგობები, რომელიც ხელს გიშლის საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში, იყო თვითგამოხატული და თვითკმარი.

ეს არის აღმოჩენებით სავსე სივრცე, საიდანაც შეგიძლია წამოიღო შენივე რესურსები და იყო წარმატებული, ბედნიერი და თავისუფალი. იპოვი შენ მისიასა და დანიშნულებას, სიცხადეს შეიტან შენსავე მიზნებში და გახდე შეუჩერებელი.

სივრცე, სადაც შეძლებ უკეთ გაიცნო საკუთარი თავი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გაიუმჯობესო შენი ყოფა.

ვისთვის არის სესია

სესია განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს:

  • განავითაროს საკუთარი უნარები და შესაძლებლობები
  • ტეტა სივრცეში მოგზაურობით იპოვოს შინაგანი ბალანსი და სტაბილურობა
  • თავად მართოს ემოციები და არა ემოციებმა მართონ
  • გააცნობიეროს საკუთარი რწმენა-წარმოდგენები და მათი გავლენები მისივე ყოფაზე
  • შექმნას ახალი რწმენა-წარმოდგენები
  • იპოვოს მასშივე დამალული ან/და გაუცნობიერებელი პოტენციალი და სრულად გამოიყენოს ის საკუთარი მიზნის მისაღწევად
  • გაიუმჯობესოს სამსახურებრივი და პირადი გარემო, იყოს შეკავშირებული სამყაროსთან
  • იმუშაოს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე/განვითარებაზე
  • გაიაროს გზა არაცნობიერიდან ცნობიერამდე
  • უბრალოდ იყოს აქ და ამჟამად

რას მიიღებ სესიის შედეგად

  • ემოციურ სტაბილურობას და შინაგან სიმშვიდეს — სტრუქტურას სტრესის და ენერგიის მართვისთვის
  • საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მკაფიო გაცნობიერებას — შენივე პოტენციალის რეალიზების გაზრდილ შესაძლებლობას
  • გაცნობიერებას, თვითგამოხატვასა და გადაწყვეტილების მიღების უნარს
  • საკუთარი რესურსების ეფექტურ გამოყენებას

დეტალები

  • ფორმატი:ინდივიდუალური შეხვედრა/სესია
  • პერიოდი:შეთანხმებით კვირაში ერთი ან ორი შეხვედრა. ჯამურად მაქსიმუმ 7.
  • ხანგრძლივობა:30-45 წუთი
  • ღირებულება:190 ლარი (1 სესია)