გუნდურობა და ქცევითი ფსიქოლოგია

გუნდურობა და ქცევითი ფსიქოლოგია

ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის არა მხოლოდ ეფექტური გუნდის ფორმირება, არამედ პროცესის ყოველდღიურ შესრულებაში გადათარგმნა.
ხშირად კომპანიებს აქვთ გაყიდვების და განვითარების მიმართულებები, თუმცა საჭიროებენ სტრატეგიულ მხარდაჭერას ,რომელიც უზრუნველყოფს სისტემურობას, თანმიმდევრულ მართვას და შედეგზე ორიენტირებულ შესრულებას.

Momentum 360°-ის Mentorship პროგრამა ქმნის იმ ეფექტს, რასაც უზრუნველყოფს მაღალი დონის მენეჯერული რგოლი -სტრატეგიის ფორმირება, პროცესების ჩამოყალიბება და შესრულების კონტროლი -თუმცა უფრო მოქნილ და ოპტიმალურ ფორმატში.

პარტნიორობის ფარგლებში ხდება:
• არსებული პროცესებისა და გუნდის შეფასება
• მოქმედი, შედეგიანი სისტემების აწყობა და სტრატეგიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა
• გუნდის ხელმძღვანელების მხარდაჭერა და მიმართულების მიცემა
• შესრულების რეგულარული მონიტორინგი და კორექტირება

ყოველკვირეული სამუშაო სესიები უზრუნველყოფს, რომ კომპანია მუდმივად მოქმედებდეს შეთანხმებული მიმართულებით და შედეგები იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი.


ვისთვის არის
ეს პროგრამა განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებსაც:
• არ ჰყავთ გაყიდვების გუნდის მაღალი დონის მენეჯერი/დირექტორი, თუმცა სჭირდებათ სტრატეგიული მართვა
• ავითარებენ გაყიდვების, პარტნიორობის , პროექტების ან ბიზნეს განვითარების მიმართულებებს
• ჰყავთ გუნდის ლიდები ან მენეჯერები და სჭირდებათ გამოცდილ ხელმძღვანელობაზე დაფუძნებული მხარდაჭერა
• არიან ზრდის ეტაპზე და სურთ სისტემურად განავითარონ გაყიდვები
• ეძებენ გრძელვადიან პარტნიორს, რომელიც დაეხმარება სტრუქტურის და პროცესების ინტეგრაციაში

რას მიიღებთ პროგრამის შედეგად
•გაყიდვების გუნდის ფორმირებას/განვითარებას და სტრატეგიული მართვის სისტემას
• გუნდის ლიდების გაძლიერებას და მიმართულების მკაფიო განსაზღვრას
• პროცესების სისტემატიზაციასა და შესრულების მონიტორინგის მექანიზმებს
• რეგულარული შეფასებას, განმავითარებელ უკუკავშირი და განვითარების დაგეგმვას
• სტაბილურობასა და პროგნოზირებადი ზრდის საფუძველს