
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული დაფინანსების ფორმატით.
გაყიდვების შესრულების სისტემა (II დონე) გავლენისა და გადაწყვეტილების სტრატეგიული მართვა
მოლაპარაკებების პროცესის სისტემური გააზრება ქმნის საფუძველს პროგნოზირებადი შედეგებისთვის, ხოლო ადამიანების გადაწყვეტილებებისა და ქცევის მართვა აყალიბებს რეალურ გავლენას.
Momentum 360°-ის II დონის საავტორო პროგრამა აერთიანებს NLP ტაქტიკებსა და ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტებს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას უფრო ღრმად გაიგონ ქცევის მექანიზმები , მიიღონ მაქსიმალური შედეგი მოლაპარაკებებში და ამავდროულად შექმნან და შეინარჩუნონ ძლიერი, გრძელვადიანი ურთიერთობები.
ვისთვის არის
ეს პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც:
• უკვე ფლობს გაყიდვების საბაზისო ცოდნას ან აქვს პრაქტიკული გამოცდილება
• სურს გადავიდეს უფრო მაღალ დონეზე მოლაპარაკების მართვაში
• ცდილობს გააძლიეროს გავლენა კომუნიკაციაში - უკეთ გაიგოს ადამიანის ქცევა, აღქმა და გადაწყვეტილების პროცესები
• მუშაობს მაღალი ღირებულების ან რთულ მოლაპარაკებებში
• მზად არის იმუშაოს საკუთარ აზროვნებაზე, ქცევასა და შესრულებაზე უფრო სტრატეგიულ დონეზე
რას მიიღებთ პროგრამის შედეგად
• NLP-ზე დაფუძნებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს
• კომუნიკაციის სტრატეგიული მართვას - რთულ, დინამიკურ სიტუაციებში ეფექტური მოქმედების უნარს
• გადაწყვეტილების პროცესის უფრო მკაფიო გააზრებას და გავლენის უნარების გაძლიერებას
• გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესის ეფექტურ და სტრუქტურიზებულ მართვას
• საკუთარი შესრულების სტაბილურ დონეს
• ლინგვისტურ სტრატეგიებს
• შენს პროფესიულ და პიროვნულ სტანდარტს
