
პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული დაფინანსების ფორმატით.
MS Excel-ის პრაქტიკული გამოყენება- მონაცემების დამუშავება და ანალიტიკის საფუძვლები
MS Excel წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ინსტრუმენტს, რომელიც ამარტივებს მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს და ხელს უწყობს უფრო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
Momentum 360°-ის პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ მონაწილეებმა არა მხოლოდ შეისწავლონ Excel-ის საბაზისო ფუნქციები, არამედ გაიაზრონ, როგორ გამოიყენონ იგი როგორც სამუშაო ინსტრუმენტი — მონაცემების სტრუქტურირებისთვის, ეფექტური დამუშავებისთვის და ანალიტიკური აზროვნების გასავითარებლად.
ვისთვის არის
ეს პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც:
• იწყებს მუშაობას MS Excel-ში ან სურს გაიღრმავოს არსებული ცოდნა
• მუშაობს მონაცემებთან და სურს მათი უფრო სწრაფად და ეფექტურად დამუშავება
• სურს გამოიყენოს MS Excel ყოველდღიურ ცხოვრებაში
• ცდილობს გააუმჯობესოს ანალიტიკური აზროვნება
• სურს შეიძინოს პრაქტიკული უნარები, რომლებიც რეალურ გარემოში გამოიყენება
რას მიიღებთ პროგრამის შედეგად
• MS Excel-ის ფაილში თავისუფლად მუშაობის უნარს
• ინფორმაციის სტრუქტურირებასა და ვიზუალიზაციას
• მონაცემების სწრაფ და ეფექტურ დამუშავებას
• ფორმულების (მარტივი, ლოგიკური და რთული) პრაქტიკული გამოყენებას
• მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარს
• მონაცემთა ანალიტიკისთვის საუძვლიანი ბაზების შექმნას
• მონაცემთა ანალიტიკის შესაძლებლობას, ბაზების დამუშავებასა და სტატისტიკური რეპორტის შექმნას
• შედეგების გაციფრულებას
