
დამატებითი პირობები და პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპანიის საჭიროებების შესაბამისად.
ტოპ მენეჯმენტის სტრატეგიული შეთანხმება და გუნდური შესრულება
ტოპ მენეჯმენტის დონეზე მთავარი გამოწვევა ხშირად არა კომპეტენცია არამედ შეთანხმება, ერთიანი ხედვა და გუნდებს შორის რეალური კოორდინაცია.
როდესაც მენეჯმენტი არ მოქმედებს როგორც ერთი სისტემა, გადაწყვეტილებები ნელდება, პასუხისმგებლობები იშლება და ორგანიზაცია კარგავს შესრულების სტაბილურობას.
Momentum 360°-ის Executive Alignment Program შექმნილია იმისთვის, რომ ტოპ მენეჯმენტი გადაიყვანოს ერთიან, შეთანხმებულ და შედეგზე ორიენტირებულ სისტემაში.
პროგრამა ეფუძნება საავტოორო 3G მეთოდოლოგიას - გუნდის, გუნდების და გუნდურობის სისტემურ განვითარებას, რაც უზრუნველყოფს:
• მენეჯმენტის ერთიან სტრატეგიულ ხედვას
• გუნდებს შორის კოორდინირებულ მუშაობას
• გადაწყვეტილებების სწრაფ და ეფექტურ მიღებას
პროგრამის ფარგლებში ტარდება სტრატეგიული ვორქშოპები და პრაქტიკული სამუშაო სესიები, სადაც ხდება როგორც მიმდინარე გამოწვევების დამუშავება, ასევე კრიზისული კომუნიკაციის მართვის გაძლიერება.
შედეგად, მენეჯმენტი ყალიბდება როგორც ერთიანი სისტემა, რომელიც მოქმედებს შეთანხმებულად, ეფექტურად და პროგნოზირებადი შედეგების მიმართულებით.
ვისთვის არის
ეს პროგრამა განკუთვნილია კომპანიებისთვის, სადაც:
•კომპანია დგას ზრდის ან ცვლილების ეტაპზე და სჭირდება სტაბილური და შეთანხმებული მენეჯმენტი
• ტოპ მენეჯმენტის ერთიანი ხედვა და შეთანხმება აწყდება ბარიერებს
• გადაწყვეტილების მიღების პროცესი არაეფექტური და სისტემურობას მოკლებულია
• გუნდებს შორის კომუნიკაცია არის ფრაგმენტირებული
• არსებობს შიდა დაძაბულობა ან გაურკვევლობა როლებსა და პასუხისმგებლობებში
რას მიიღებთ პროგრამის შედეგად
• შეთანხმებული მუშაობის მოდელს. როგორ შექმნათ ერთიანი მოქმედების პრინციპები!? განვითარებისა და მოქმედებების სტრატეგულ გეგმას
• თანამოაზრეობას, თანაგუნდელობასთან ერთად
• ბიზნესის იდეოლოგიასა და იდეის მსახურებაში ყოფნასა და ყოფას
• პასუხიმგებლიანობას და არა ვალდებულებებს
• გადაწყვეტილებების მიღების უფრო სწრაფ და ეფექტურ მექანიზმებს
• გუნდებს შორის კოორდინირებულ და სტრუქტურირებულ კომუნიკაციას
• კრიზისულ სიტუაციებში მართვად და კონსტრუქციულ კომუნიკაციას
• შესრულების სტაბილურობას
