
დამატებითი პირობები ,მონაწილეების რაოდენობა და პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპანიის საჭიროებების შესაბამისად.
ლიდერობის ტრანსფორმაცია და გუნდის შესრულების სისტემა (4S მეთოდოლოგია)
თანამედროვე ბიზნეს გარემოში ლიდერობის მთავარი გამოწვევა არის ადამიანების, გადაწყვეტილებების და სისტემების სინქრონული მართვა.
ხშირად ლიდერის პოტენციალს ზღუდავს ქვეცნობიერი ბარიერები, სტერეოტიპები და არასწორი აღქმის მოდელები, რაც იწვევს არაეფექტურ კომუნიკაციას, დაბალ მოტივაციას და გუნდური შესრულების დაქვეითებას.
Momentum 360°-ის Leadership Performance Program მიზნად ისახავს ლიდერის ტრანსფორმაციას - კონტროლიდან ნდობაზე, იერარქიიდან თანამშრომლობაზე და ინტუიციიდან სისტემურ მართვაზე გადასვლას.
პროგრამა აერთიანებს ემოციური ინტელექტის განვითარებას, გუნდის დინამიკის გააზრებას, კომუნიკაციის სტრატეგიულ მართვას და ცვლილებების ადაპტაციას.
მეთოდოლოგიის საფუძველს წარმოადგენს 4S მოდელი:
• Structure -პროცესები, KPI და ორგანიზაციული არქიტექტურა
• Strategy - ზრდის მოდელი და სტრატეგიული მიმართულება
• State - ლიდერის ტვინწყობა და გადაწყვეტილების ხარისხი
• Skill - პრაქტიკული ლიდერული უნარები
პროგრამა ასევე ეფუძნება ტრანსფორმაციულ მიდგომას, სადაც:
• შიში გარდაიქმნება რესურსად
• კონფლიქტი - დიალოგად
• კონტროლი - ნდობად
• გუნდი - საერთო იდეის მსახურად
შედეგად, ყალიბდება ლიდერი, რომელიც ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები არა მხოლოდ მუშაობენ, არამედ ქმნიან შედეგს.
ვისთვის არის
ეს პროგრამა განკუთვნილია კომპანიებისთვის, სადაც:
• ლიდერები მოქმედებენ უფრო ინტუიციაზე დაყრდნობით, ვიდრე სისტემაზე
• გუნდებში არსებობს დაბალი მოტივაცია, გაუგებრობები ან კონფლიქტები
• მენეჯერებს უჭირთ გუნდის დინამიკის მართვა და ადამიანების გაძლიერება
• კომპანია დგას ცვლილების ან ზრდის ეტაპზე და საჭიროებს ლიდერობის ახალ დონეს
• საჭიროა ერთიანი ლიდერული სტანდარტის ჩამოყალიბება
რას მიიღებთ პროგრამის შედეგად
• ლიდერობის სისტემურ მოდელს და პროცესების მართვის ერთიან სტანდარტს
• ემოციური ინტელექტისა და კომუნიკაციის გაძლიერებული უნარებს
• ბიზნესთან შეკავშირებულ გუნდს. თანამოაზრეობას
• კონფლიქტების მართვას - საუბარი ინტერესებზე და არა პოზიციაზე
• KPI და შესრულების მართვის ეფექტურ გამოყენებას
• სტრატეგიული აზროვნებისა და გადაწყვეტილების ხარისხის გაუმჯობესებას. მასშტაბურ ხედვას
• გუნდის ჩართულობას, პასუხისმგებლობით შედეგიანობის ზრდას
პროგრამა მოიცავს:
• ინტერაქციულ სამუშაო სესიებს
• რეალურ ქეისებზე მუშაობას
• ინდივიდუალურ და გუნდურ უკუკავშირს
• 30-დღიან მხარდაჭერას
