
დამატებითი პირობები და პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპანიის საჭიროებების შესაბამისად
ბიზნესის შესრულების სისტემა
ორგანიზაციის ეფექტურობა იწყება მკაფიო სტრუქტურით, სწორად განაწილებული როლებით და გაზომვადი მიზნებით.
როდესაც კომპანიაში პროცესები არის გამართული, პასუხისმგებლობები - განსაზღვრული, ხოლო შედეგები - გაზომვადი, შესრულება ხდება სტაბილური და მართვადი.
Momentum 360°-ის პროგრამა ეხმარება კომპანიებს შექმნან ორგანიზაციული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალე მუშაობას, ეფექტურ მართვას და პროგნოზირებად შედეგებს.
პროგრამის ფარგლებში ხდება:
• ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება
• როლებისა და პასუხისმგებლობების მკაფიო განსაზღვრა
• KPI და KBO სისტემის შექმნა
• შესრულების მართვის ეფექტური მოდელის დანერგვა
მეთოდოლოგიის საფუძველს წარმოადგენს 4S მოდელი, :
• Structure - პროცესები, KPI და ორგანიზაციული არქიტექტურა
• Strategy - მიზნები და ზრდის მიმართულება
• State - პასუხისმგებლობის კულტურა და მართვის მიდგომა
• Skill - შესრულების მართვის პრაქტიკული უნარები
პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ კომპანიამ შექმნას სისტემა, რომელიც ყოველდღიურ ოპერაციებში უზრუნველყოფს სტაბილურობას და ეფექტურობას.
ვისთვის არის
ეს პროგრამა განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებიც:
• მიზნად ისახავენ უფრო გამართული და ეფექტური სტრუქტურის შექმნას
• სურთ დანერგონ KPI და შედეგებზე დაფუძნებული მართვა
• მუშაობენ მიზნების სისტემატიზაციასა და შესრულების კონტროლზე
• აძლიერებენ მენეჯმენტის როლს გუნდის შედეგების მართვაში
• არიან სტარტაპ ან ზრდის ეტაპზე და ავითარებენ შიდა პროცესებს
რას მიიღებთ პროგრამის შედეგად
•გამართულ და მოქმედ სისტემას
• ცხადი ფუნქციონალებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობების აღებას
• KBO / KPI სისტემით მუშაობას
• შესრულების მართვის სტრუქტურას და განმავითარებელი უკუკავშირის ტექნიკას
• მიზნების დაგეგმვას და შეფასების ეფექტურ მექანიზმებს
• გუნდის მუშაობის გამჭვირვალობას და გუნდური პასუხიმგებლობით ეფექტიანობას
