გაყიდვების მართვა და ქცევითი ფსიქოლოგია

დამატებითი პირობები და პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპანიის საჭიროებების შესაბამისად

გაყიდვების მართვა და ქცევითი ფსიქოლოგია

გაყიდვები იწყება იქ, სადაც მთავრდება პრეზენტაცია და ყალიბდება ადამიანის რეალური გადაწყვეტილება.
პრაქტიკაში, მოლაპარაკების შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ პროდუქტზე ან შეთავაზებზე -
მას განსაზღვრავს ის, თუ როგორ აღიქვამს მომხმარებელი ღირებულებას, რას ელოდება პროცესისგან და როგორ იქმნება ნდობა კომუნიკაციაში.

Momentum 360°-ის პროგრამა ფოკუსირებულია რომ გაყიდვები გადაიყვანოს ქმედებების ერთიან, წინასწარ გააზრებულ ჯაჭვში, სადაც თითოეული ეტაპი მუშაობს საბოლოო შედეგზე.
პროგრამის ფარგლებში ხდება:
• გაყიდვების პროცესის დაშლა რეალურ ეტაპებად და ქმედებებად
• მომხმარებლის ქცევის, მოლოდინების და აღქმის მართვა
• კომუნიკაციის ფორმების და გავლენის მექანიზმების გააზრება
• მოლაპარაკებების მართვა როგორც პროცესის, არა ერთჯერადი მოქმედების
• ნდობის ფორმირება და ურთიერთობის განვითარება

მიდგომა აერთიანებს გაყიდვების სტრუქტურას და ქცევით ფსიქოლოგიას, რაც საშუალებას აძლევს გუნდს იმოქმედოს არა სპონტანურად, არამედ გააზრებულად და შედეგზე ორიენტირებულად.ფორმირდება მართვადი სისტემა, რომელიც ქმნის სტაბილურ შედეგს და გრძელვადიან პარტნიორობას.


ვისთვის არის
ეს პროგრამა განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებიც:
• ავითარებენ გაყიდვების,პარტნიორობის ან პროექტების მენეჯერების გუნდს / სტრატეგიას
• მუშაობენ მომხმარებელთან და აძლიერებენ კომუნიკაციის ხარისხს
• ხასიათდებიან არასტაბილური და არაპროგნოზირებადი შედეგებით
• ფლობენ პოტენციალს, თუმცა ვერ იყენებენ მას სრულად გაყიდვების პროცესში
• აუმჯობესებენ მოლაპარაკებების და დახურვის პროცესს
• ზრდიან კონვერსიას და გაყიდვების ეფექტურობას

რას მიიღებთ პროგრამის შედეგად
• გაყიდვების პროცესების მართვას
• გაყიდვების მართულ სისტემას და შედეგის ზრდას
• მომხმარებლის ქცევის პროგნოზირებას და მასზე შესაბამის კომუნიკაციას
• გადაწყვეტილების მიღების დროს ცნიბიერში და არაცნობიერში მიმდინარე პროცესების ცოდნას - რას ეფუძნება გადაწყვეტილება და როგორ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებებს?!
• მოლაპარაკებების ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ ხედვას
• შეკავშირებული კომუნიკაციის უნარსა და ნდობაზე დაფუძნებულ ურთერთობების შენებას - როგორც ტექნიკას
• კონვერსიის ზრდასა და გაუმჯობესებულ შედეგებს
• სტაბილურობასა და პროფესიულ სტანდარტს